Wednesday, August 12, 2015

მეცხრე დღე
          დღეს ჩვენი ტრენინგის ბოლო დღეა.მინდა რომ კიდევ გაგრძელდეს.ის რაც მოვისმინე ცხრა დღის განმავლობაში ძალიან ნაყოფიერი,შრომატევადი და საინტერესო იყო.ჩემს დაინტერესებაში დიდი როლი მიუძღვის ტრენერს ქ-ნ მანანას დიდი მადლობა მას ამისთვის.რაც შეეხება დღევანდელ სესიას დღეს ჩავასწორეთ პროექტები მოვახდინეთ რეფლექსია და გავაკეთეთ ძალიან საინტერესო პრეზენტაციები.  მოვისმინეთ თითოეული გამომსვლელის პრეზენტაცია.ძალიან მომეწონა ნინო ჩხეიძის პრეზენტაცია
მან გაგვახსენა მივიწყებული საზომი ერთეულები და აგვიხსნა თითოეულის მნიშვნელობა.ძალიან კმაყოფილი დავრჩი ყველა პრეზენტაციით.დიდი მადლობა ქალბატონ მანანას ასეთი საინტერესო ტრენინგისთვის.ნახვამდის.

Tuesday, August 11, 2015

დღე მერვე
განვიხილეთ მეექვსე მოდული ფასილიტაციისათვის შევქმენით ონლაინ კითხვარი,ბლოგზე გამოვაქვეყნეთ ჩვენი პორთფოლიო,შევქმენით კითხვარი ,ვისწავლეთ პასუხების ნახვა.ასევე ვისწავლეთ ონლაინ ინტერვიუს შექმნა და ისიც გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

Monday, August 10, 2015

დღე მეშვიდე
 ტრენინგის დასაწყისში მოვახდინეთ წინარე ცოდნის აქტივაცია,შევიხსენეთ ის ნაბიჯები,რომელიც წინა დღეებში გავიარეთ.გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის პრეზენტაციას,შევქმენით მოსწავლეთა თვითშეფასების ფორმა სხვადასხვა სწავლის სტილის მქონე მოსწავლეთა გამოსავლენად.შემდეგ შევქმენით ხარაჩო მოსწავლეთა მხარდასაჭერად.შემდეგ ყველა ჩვენი ნამუშევარი ავტვირთეთ დრაივზე.

Friday, August 7, 2015

დღე მეექვსე
დღეს გავიხსენეთ დრაივზე დოკუმენტების გაზიარება. ბლოგზე ავტვირთეთ პრეზენტაცია მოსწავლის ნიმუში.განვიხილეთ სხვისი ნამუშევრები გავუკეთეთ კომენტარები.შევავსეთ  შეფასების რუბრიკა პრეზენტაციისთვის.ვისწავლეთ ბლოგზე სლაიდის ჩაშენება ასევე ვისწავლეთ შეფასების რუბრიკის  გეგმის შექმნა.
პროცედურები გვაქვს დავალებად ყველა მიზანს უნდა შევურჩიოთ თავისი აქტივობა.

Thursday, August 6, 2015

დღე მეხუთე
გავიარეთ მესამე  და მეოთხე მოდული.მესამე მოდულში გავეცანით  საავტორო უფლებების დაცვა.. შევქმენით გამოყენებული ლიტერატურის ნიმუში. მოსწავლის ნიმუში

Wednesday, August 5, 2015

დღე მეოთხე
ტრენინგის მეოთხე დღეს გავეცანით შეფასების ხუთი მიზანს,მეორე მოდულის მესამე აქტივობიდან
  • მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება
  • თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა
  • პროგრესის მონიტორინგი
  • ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობა
  • .მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარ-ჩვევის ათვისების ხარისხის შემოწმება სტანდარტან შესაბამისობით
თითოეული მოდულისთვის შევარჩიეთ შესაბამისიმეთოდები  და ინსტრუმენტები(მეთოდს დაესმის კითხვა-როგორ?,ხოლო ისტრუმენტებს კითხვა-რითი?)
მოსწავლეთა საწიროებების შესაფასებლად შევქმენით ვიცი-მინდავიცოდე -ვისწავლეს დიაგრამა და შევინახე შეფასების საქაღალდეში 
















Tuesday, August 4, 2015

დღე  მესამე

ჩვენ მესამე დღეს ვიმუშავეთპროექტის სასწავლო მიზნებზე განახლებული ბლუმის ტაქსონომია დაგვეხმარა,რომ გაგვერკვია  და მოგვერგო ინდიკატორები.ასევე გავაკეთეთ საკვანძო კითხვების მოძიება.შევცვალეთ ზმნები მაღალი სააზროვნო  სიტყვებით.დავსვით ზოგადი,საზროვნო და შინაარსობრივი კითხვები.